აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
ბრძანება #1-002
აბაშა, 2018 წლის 12 იანვარი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში გამარტივებული კონკურსის წესით შესავსები შრომითი ხელშეკრულებით მძღოლის პოზიციის დასაკავებლად გამარტივებული კონკურსის გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის `გ~ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” 83-ე მუხლის, `საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის #204 დადგენილების შესაბამისად:
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში კონკურსის წესით შესავსები შრომითი ხელშეკრულებით მძღოლის პოზიციის დასაკავებლად გამარტივებული კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით (www.hr.gov.ge) დანართის შესაბამისად;
2. დაევალოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს უზრუნველყოს ამ ბრძანების აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე (www.abasha-sakrebulo.ge) გამოქვეყნება;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი სენაკი. რუსთაველის ქ. #247);
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში კონკურსის წესით შესავსები შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ნუსხა
N | თანამდებობა | საშტატო ერთეული |
1 | მძღოლი | 1 |