www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
სამართლებრივი აქტები: შინაგანაწესი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 
ბრძანება #1-036
                                                                                      აბაშა, 2017 წლის 14 ივნისი
 
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის
დამტკიცების შესახებ
 
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” 61-ე მუხლის,  ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის #8 დადგენილებით დამტკიცებული ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 17-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესი დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 ივლისის #82 ბრძანება.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. #247).
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 
 
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე
 

დანართი

 

აბაშის უნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესი

 

1. ზოგადი  დებულებები

 

1.   აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (ტექსტში შემგდომში – აპარატი)  შინაგანაწესი შედგენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს    ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თითმმართველობის    კოდექსი“   და აბაშის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად.

2.   შინაგანაწესის მიზნებია:

ა)  აპარატის  მოსამსახურეთა ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) აპარატის        მოსამსახურეთა        მიერ        შრომისადმი        კეთილსინდისიერი დამოკიდებულების ხელშეწყობა;

გ)  აპარატის მოსამსახურეთა დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

დ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალურად გამოყენება;

ე)  შრომის ნაყოფიერებისა და ეფექტიანობის ამაღლება;

3. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;

ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაოს 

     დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;

დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;

ე) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი;

     ვ) შვებულების გამოყენების პირობები და წესი;

   ზ) მივლინებისა და სამივლინებო თანხების ანაზღაურების წესი; 

          ი) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.

          ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

 

ი 2.   სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული, დღის განმავლობაში შესვენების დრო

 

1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც  

მოსამსახურე ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი.

2. სამუშაო დღეებად განისაზღვრება დღეები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

3. საკრებულოს აპარატში მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5 დღიანი სამუშაო კვირით, სამუშაო დროის ყოველდღიური ხანგრძლივობაა დღეში 8 საათი ერთსაათიანი შესვენებით. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

4. სამუშო დღე იწყება 09:00 საათზე და მთავრდება 18:00 საათზე.

5. შესვენების დრო განისაზღვრება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე.

6. სამუშაო დროის დროებითი ცვლილება (შემცირება) შეიძლება განხორციელდეს გამონაკლის შემთხვევებში, ექსტრემალური პირობების დროს (სტიქიური მოვლენები, ყინვა, განსაკუთრებული სიცხე, თანმდევი ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვით და/ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციები) და ამ მიზნით დამატებით გამოიცემა საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

        7. აპარატის მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე, თავისი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება ადმინისტაციული შენობის გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.

 

3. ვენების და სადღესასწაულო დღეებში, გრვე ყოველდღიური სამუშო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი

 

1. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა.

2. უქმე   (სადღესასწაულო)   დღეები   განისაზღვრება   საქართველოს   ორგანული   კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“.

    3.  მოსამსახურის მუშაობა დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, შესვენების დროს, ან   

        სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ ნებაყოფლობითია.

4. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადება ხდება აპარატის უფროსთან შეთანხმების საფუძველზე. გადაწყვეტილებას მოსამსახურის დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე, საკრებულოს აპარატის უფროსის წარდგინებით იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

    5. მოსამსახურეს,   უშუალო   ხელმძღვანელთან   შეთანხმებით,   შეუძლია   სამუშაო   საათების დამთავრების შემდეგ დარჩეს დაწესებულებაში დაწყებული სამუშაოს დასამთავრებლად, ან სამსახურში გამოვიდეს დასვენების ან სადღესასწაულო დღეს.

6. ხელმძღვანელ   პირთა   მიერ   დასვენების   დღეს   მოსამსახურის   სამუშაოდ   გამოძახება დასაშვებია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

4. სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა  ამურეებამდე დაყვანის წესი

 

1. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს მოსამსახურე ეცნობა ოფიციალურად, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ეხება აპარატის მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს,  აქტის გაცნობის წესი შეიძლება შეიცვალოს მისი საჯაროდ გამოცხადებით.

3. საჯაროდ  გამოცხადება  ნიშნავს,  ადმინისტრაციულ–სამართლებრივი  აქტის დაწესებულებაში ყველასთავის ხელმისაწვდომ თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას.

 

5ხეს გაცემის დრო და ადგილი

 

1. მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და სხვა დანამატებს, რაც გათვალისწინებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. მოსამსახურეზე ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ, ყოველი თვის მესამე დეკადაში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის მოსამსახურეთა საბანკო ანგარიშზე დარიცხვით.

3. საქართველოს    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით,    ადგილობრივი    ბიუჯეტით გამგეობისთვის  გამოყოფილი  ასიგნებების  ფარგლებში,  სათანადოდ  უფლებამოსილი  პირების მხრიდან წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსამსახურეთა პრემირების შესახებ, მოსამსახურეთა ვინაობისა და პრემიების ოდენობის მითითებით.

 

                                           6.  შვებულების გამოყენების წესი

 

1.   მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.

2.  მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე.

3. მოსამსახურეს ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება  ორსულობისა და მშობიარობის გამო კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.

4. ხელმძღვანელობა   უფლებამოსილია უარი თქვას შვებულების   გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობა.

5. მოსამსახურეს შეუძლია  გამოიყენოს ანაზღაურებადი  შვებულება ნაწილ–ნაწილ.

 

7.  მოსამსახურის მივლინების წესი

 

1. მოსამსახურის   მივლინება ფორმდება ბრძანებით.

2. მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

8.  მსურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

 

1. სამსახურში   არყოფნის  ან   შესაძლო  დაგვიანების  შემთხვევაში   აპარატის მოსამსახურემ  ამის  შესახებ,  თავის  უშუალო  უფროსს  უნდა  აცნობოს  სულ  ცოტა  ერთი დღით ადრე. საპატიო მიზეზის ან გამოუვალ შემთხვევის არსებობისას შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის დაუცველადაც.

2. სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია წარუდგინოს უშუალო უფროსს მოხსენებითი ბარათი დაგვიანების მიზეზის შესახებ.

 

9. ის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები

 

1. ხელმძღვანელობა ვალდებულია მოსამსახურეებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები.

2. მოსამსახურეთათვის  შესასრულებლად  სავალდებულოა  საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები.

3.    მოსამსახურე    სამსახურში    მიღებისთანავე    ან    გარკვეული    სამუშაოს    შესრულებისას ვალდებულია  გაეცნოს  შრომის  დაცვისა  და  ხანძარსაწინაღმდეგო  უსაფრთხოების  მოთხოვნებს. მოსამსახურისთვის   შრომის   დაცვისა   და   ხანძარსაწინაღმდეგო   უსაფრთხოების   პირობების გაცნობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის უფროსი. მოსამსახურე პირადი ხელმოწერით ადასტურებს პირობებისა და მოთხოვნების გაცნობას. ხელწერილი თან ერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.

4. შრომის დაცვის სფეროში მოსამსახურე ვალდებულია:

ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;

ბ) შეასრულოს  ხელმძღვანელის  ბრძანება,  დავალება  და  მითითება,  რომელიც  გაცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ)  სპეციალური  მითითების  გარეშე  დაიცვას  ის  სამართლებრივი  აქტები,  რომლებიც  მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;

დ)  დაიცვას  შრომის  დისციპლინა,  რაციონალურად  გამოიყენოს  სამუშაო  დრო,  არ  დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს   სამსახურის მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;

ე) გაუფრთხილდეს სამსახურის საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;

ვ) წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;

ზ) იყოს    კოლეგიალური,    თავაზიანი,    კორექტული    მოქალაქეებთან    და    კოლეგებთან ურთიერთობაში;

თ) საკრებულოს ყველა თანამშრომელი ვალდებულია ანგარიში გაუწიოს მისი ზემდგომი ან ქვემდგომი თანამდებობის პირის, კოლეგის, აპარატის შემადგენელი ერთეულის თხოვნას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი დახმარება სამსახურებრივ საკითხებზე თუ მთხოვნელს:

ა)   არ შეუძლია თვითონ განახორციელოს მოქმედება სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზების გამო;

ბ)  არ გააჩნია მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების საკმარისი ცოდნა, ხოლო ამ ცოდნას ფლობს მოსამსახურე, რომელსაც მან მიმართა;

5. სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოსამსახურე ვალდებულია:

ა) დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები;

ბ) ხანძრის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სახანძრო დაცვის სამსახურებს;

გ) სახანძრო    დაცვის    სამსახურების    მისვლამდე    შეძლებისდაგვარად    მიიღოს    ზომები ადამიანების     სიცოცხლის,     ჯანმრთელობის,     კერძო,      სახელმწიფო     და     ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების გადასარჩენად, ხანძრის ჩასაქრობად;

დ) დაეხმაროს ხანძრის ჩაქრობაში სახანძრო დაცვის სამსახურებს.

10. საკრებულოს აპარატში მოქალაქეთა მიღების წესი

 

1.      ნებისმიერ პირს უფლება აქვს პირადად (უშუალოდ ან განცხადების ფორმით) ან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს საკრებულოს.

2.      მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საკრებულოში მათი მიღება წარმოებს ყოველდღიურად.

 

11. მსურეთა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება და სამართლებრივი აქტების დაცვის ვალდებულება

 

1. მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კოდექსით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, ამ შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

2. მოსამსახურე ვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელობისგან სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას მისთვის მინდობილი დოკუმენტაცია და სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება მოსამსახურის სამსახურს და მის ფუნქციებს.

12.  წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წეს

1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი  და  კეთილსინდისიერი  სამსახურისათვის,  განსაკუთრებული  სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის  გამოიყენება „საჯარო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული წახალისების ფორმა.

2.  შინაგანაწესის  დარღვევის  შემთხვევაში  საჯარო  მოსამსახურეს  ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

3. სამსახურებრივ    მოვალეობათა    დარღვევისათვის    მოსამსახურე    შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.

 4. მოსამსახურე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

          5. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად - 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, განთავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან.

 

ი 13. კვნითი დებულებანი

1. წინამდებარე      შინაგანაწესი      სავალდებულოა      შესასრულებლად      ყველა მოსამსახურისათვის.

2. საკრებულოს  აპარატის უფროსი  ვალდებულია  გააცნოს  მოსამსახურეს  წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება მოსამსახურის ხელმოწერით.

3.   ხელწერილი   შინაგანაწესის   გაცნობის   თაობაზე   ინახება   მოსამსახურის   პირად საქმეში.

4. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.


ასევე იხილე კატეგორიაში - სამართლებრივი აქტები: