www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
2017-10-11 - ,,ცოცხალი წიგნები\" მუნიციპალიტეტში

წლეულს უკვე მესამედ ,,ცოცხალი წიგნები“ აბაშას ეწვივნენ. როგორც ცნობილია, ,,ცოცხალი წიგნები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ,,პოეზიის მეგობართა კლუბის“ ერთობლივი საგანმანათლებლო-ლიტერატურული პროექტია და საქართველოში დიდად პოპულარულია.

10 ოქტომბერს აბაშის კულტურის ცენტრის დარბაზში შეხვედრა 14 საათზე დაიწყო. სტუმრებს მიესალმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე.

მწერლები-პოეტები და პროზაიკოსები ელა გოჩიაშვილი, ირმა მალაციძე, ბელა ჩეკურიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, შალვა(შაკო) ბაკურაძე, ბესო სოლომონიშვილი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მწერალმა ნინია(ნინო) სადღობელაშვილმა. საინტერესო იყო თითოეული მათგანის გამოსვლა,--წაიკითხეს ლექსები, ამონარიდები პროზაული ნაწარმოებებიდან, გაესაუბრნენ მკითხველს.

მისალმებით გამოვიდა აბაშის საპატიო მოქალაქე ლევან მაკალათია.

სტუმრებმა საჩუქრად ჩამოიტანეს ლიტერატურული პერიოდული გამოცემების ნაკრები, რომელიც  ააიპ აბაშის საბიბლიოთეკო გაერთიანებას გადაეცა.