www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
2018-01-08 - საშობაო ალილო.

ქრისტეშობას, 7 იანვარს, ტაძრებში საზეიმო ლიტურგიის შემდეგ, ტრადიციული ,,ალილოს“ მსვლელობა ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყო.

შობის მახარობლები სასულიერო პირებთან ერთად იყვნენ მრევლის ნორჩი და ზრდასრული წევრები. გზადაგზა მსვლელობა ხალხს იკრებდა. მათ შორის იყვნენ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები.

მეალილოეებს შეხვდა და ქრისტეშობის  დღესასწაული მიულოცა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილმა.

 შეგროვდა საშობაო საჩუქრები, რომელიც ჩვეულებისამებრ ნაკლებად უზრუნველყოფილ ოჯახებს გადაეცემათ.

,,ალილოს“  ტრადიცია უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის თაოსნობით აღდგა და არაერთი წელია სრულიად საქართველოში იმართება.