www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
2018-01-09 - სამუშაო შეხვედრა საკრებულოში

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში  საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა კვიტაშვილის,  საკრებულოს წევრებისა და მუნიციპალიტეტის მერის ლევან მაკალათიას, მერის მოადგილის კონსტანტინე  ხარძიანის  და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მამუკა თელიას  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს რიგი აქტუალური საკითხებისა, მათ შორის-ააიპ-ებში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები, რაზეც ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ.

ინფორმაციით სოციალური დახმარების პროგრამის შემდგომი დახვეწისა და განხორციელების მიმართულებებზე გამოვიდნენ კ.ხარძიანი და მ. თელია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

      
2018-01-09 - ინფრასტრუქტურის,ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომისიის თავმჯდომარე გია კუცია. კომისიის წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხი:

1.      აბაშის მუნიციპალიტეტის 2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცების თაობაზე დადგენილების პროექტის განხილვის დაწყების შესახებ.