www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
2018-04-13 - ქართული ენის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ქართული ენის დაცვის დღეს მიეძღვნა მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  განათლების განყოფილების მიერ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისათვის  უფროსკლასელებისათვის გამართული შემეცნებითი ღონისძიება, რომელშიც სკოლების  ქართული ენითა და ლიტერატურით განსაკუთრებით დაინტერესებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ნახევარი საათის განმავლობაში მათ პასუხი გასცეს 35-კითხვიან ტესტს.

გამოვლინდა გამარჯვებული მარნის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე საბა სამუშია.

29-29 ქულა მოიპოვა სამმა მოსწავლემ ( სამიქაო- მედეა ქურდობაძე; ტყვირი - თათია მიგინეიშვილი; პირველი მაისი- მარიამ ფრანგიშვილი)

შეკრებილთ მიესალმნენ მერიის ხსენებული სამსახურის განათლების განყოფილების  უფროსი ნათია მელია, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი მილდა ჩაგანავა .

დასკვნითი სიტყვით გამოვიდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე ხარძიანი.