www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
2019-09-09 - ,,თავგადასავალი-2019"

საინტერესო და შინაარსიანი იყო აბაშაში, სოფელ  წყემში,   სკაუტური ბანაკის ,,თავგადასავალი-2019“-ის ცხოვრება.

წლეულს ბანაკი სექტემბრის დამდეგს გაიხსნა და რვა დღის განმავლობაში აქ მრავალფეროვანი პროგრამა განხორციელდა.

ბანაკის გახსნაც და დახურვაც საზეიმო ვითარებაში გაიმართა.

პროგრამა მოიცავდა გარემოსდაცვით, შემეცნებით, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და სხვა აქტივობებს.

,,კარვების ქალაქში“ ყოველდღიურად იმართებოდა კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც სკაუტები, ასევე სხვა შემსრულებლები.

გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, აგრეთვე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.