www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
2017-10-06 - პედაგოგთა პროფესიული დღე აღინიშნა მუნიციპალიტეტში

5 ოქტომბერს აბაშის კულტურის ცენტრში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ  პედაგოგთა პროფესიული დღესასწაულის აღსანიშნავად.

ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, აბაშაშიც ეს დღესასწაული ტრადიციულად ყოველ წელიწადს აღინიშნება.

შეკრებილთ  პედაგოგების განსაკუთრებულ ღვაწლზე ესაუბრნენ და მასწავლებლებს ეს დღე მიულოცეს: დეკანოზმა კონსტანტინემ (კაჭარავა), მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ქურდოვანიძემ, აბაშის საპატიო მოქალაქემ ლევან მაკალათიამ, რესურსცენტრის უფროსმა მერაბ მიგინეიშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის განათლების განყოფილების უფროსმა ნათია მელიამ, რომელმაც ყველა საჯარო სკოლას ძვირფასი საჩუქარი-წიგნები გადასცა.

გაიმართა კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური ანსამბლების, პედაგოგ-შემსრულებელთა და მოსწავლეების მონაწილეობით.

შეხვედრას უძღვებოდა გამგეობის განათლების კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მაკა ჩაგანავა.