www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
2017-08-22 - საკრებულოს N12 რიგგარეშე სხდომა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N12 რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი განიხილეს : 1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით არსებული მოძრავი ქონების ,,ბიფეტრინის შემცველი ინსექტიციდი’’ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ’’ მომხს. კ. თოფურია

    
2017-08-22 - საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის დახურვა


საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა 22 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურა. აბაშის კულტურის ცენტრში კინოსკოლის ფარგლებში მოსწავლეების მიერ გადაღებული 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ( 3 მხატვრული და 1 ანიმაცია) ჩვენება მოეწყო. ფილმების სახელწოდებებია : ,,ბუმერანგი“ , ,,ლარნაკი“, ,,გაიზარდა ბიჭი“, ,,სიყვარულში მთავარია“. ასოციაცია ,,სინერამა“ -ს წევრებმა კინოსკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცეს . აღნიშნულ ღონისძიებას წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კინოსკოლის ფარგლებში მოსწავლეებს თეორიული და პრაქტიკული მუშაობა ჩაუტარეს : ზვიად დოლიძემ-პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; გიორგი ფხაკაძემ- თეატრალური ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; გიორგი ხარებავამ - კინორეჟისორი, კინოსტუდია ქართული ფილმის დირექტორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; ქეთევან ჯანელიძემ-ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; დავით გუჯაბიძემ-ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ზურაბ ორთავიძემ- შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო სტუდიის რეჟისორი