www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
2017-09-07 - კაჟან ცისკარელის საიუბილეო საღამო.

გუშინ, საღამოს 8 საათზე , აბაშელი პოეზიის დამფასებლები და მუნიციპალიტეტის სტუმრები - აბაშის პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო ფესტივალის მონაწილენი შეიკრიბნენ სოფელ ძველ აბაშაში, ამ სოფლის შვილის , პოპულარული პოეტის კაჟან ცისკარელის ( ირაკლი ქოიავა) დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავ  ფოლკლორულ საღამოზე.

ფოლკლორისა და პოეტის შემოქმედების გაერთიანება შემთხვევითი  არ ყოფილა : კაჟან ცისკარელის შემოქმედებაში ხალხურ  სიტყვიერებას გამორჩეული  ადგილი ეკავა.

საღამო გახსნა პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემელმა და მისმა ბიოგრაფმა ბ-ნმა გოჩა  ხურცილავამ მოგვიანებით მან შეკრებილთ მოუთხრო პოეტის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებზე. 

ღონისძიება მიჰყავდა მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის განყოფილების უფროსს ქ.ნ დინარი გვაზავას. გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის მესვეურები ბ-ნები პაატა ქურდოვანიძე და მამუკა კვიტაშვილი. სტუმართა მხრიდან - მწერალი , ჟურნალ ,,ორნატის“ მთავარი რედაქტორი აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი ბ-ნ ჭაბუკი ქოიავა , საპატიო აბაშელი ბ-მ გურამ გუნავა , დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა, აგრეთვე პოეტის მეგობარი  თანასოფლელი სახალხო  მთქმელი ბ-ნ ნოდარ ქოიავა, , ქ-ნ მილდა ჩაგანავას ლექსით - მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის თანამშრომელი ქ-ნ მაკა ჩაგანავა.

ღონისძიება დაამშვენეს ანსამბლების ,,ჰარირას“ , ,,თოლიგეს“ მიერ შესრულებულმა მეგრულმა ხალხურმა სიმღერებმა, ქორეოგრაფიულმა ნომრებმა (ქორეოგრაფი ბ-ნ ანზორ თორდია ) დეკლამატორებმა თომა ცომაიამ, ნატალია ქვილითაიამ და მარიამ თოფურიამ .

თავიანთი შთაბეჭდილებები გამოხატეს საღამოს სტუმრებმა : მხატვარმა და მწერალმა თავისი შემოქმედებით კოლხური ოდების ახალი სიცოცხლის მიმნიჭებელმა ბ-ნ რევაზ ადამიამ, პოეტმა არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატმა აბაშელმა (ზანათი) ბ-ნ ბათუ დანელია, აბაშის საბავშვო-საყმაწვილო კინოსკოლის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა(ასოციაცია ,,სინერამა’’) პროფესორმა  ბ-ნ ზვიად დოლიძემ.

შეხვედრის შინაარსი უცხოენოვანი სტუმრებისათვის მისაწვდომი გახადა ინგლისურად სინქრონულმა თარგმნამ (ქ.ნ მირანდა გვაზავა)

საღამოს დასასრულს შეკრებილნი დალოცა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) .