www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
2017-09-12 - აბაშის საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო ფესტივალის დახურვა

9 სექტემბერს აბაშის პირველი საერთაშორისო საბავშვო- საყმაწვილო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. ფესტივალის ჟიურიმ (ჟიურის თავმჯდომარე, კინორეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოვაშვილი (საქართველო) წევრები : კინორეჟისორი და კინოდრამატურგი იური დაჩევი (ბულგარეთი) და კინოკრიტიკოსი ანა საევიჩი (პოლონეთი).36 ქვეყნის 180 მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და ანიმაციულ ფილმს შორის გამოავლინა გამარჯვებულნი 7 ნომინაციაში.

კინოფესტივალის მთავარი პრიზი ,, საუკეთესო ფილმისთვის“ ერგო ფილმს ,,პატარა იერუსალიმი“ (რეჟ. მონიკა ნავიჩკაიტე, ლიტვა) 
სხვა პრიზები ასე გადანაწილდა :

საუკეთესო რეჟისორისათვის - ლაიემ პრენტერ მორისი (ფილმი ,,გონ-ზო”, ირლანდია);
საუკეთესო სცენარისათვის-სესილი მჟავანაძე (ფილმი ,,პორტრეტები”, საქართველო) ;
საუკეთესო ოპერატორისათვის- მატას პეტრონისი (ფილმი ,,34”, ლიტვა);
საუკეთესო მსახიობი გოგონასათვის-ლულუ სტიგი (ფილმი ,,ნახვამდის, მამა”, ნიდერლანდები);
საუკეთესო მსახიობი ბიჭისათვის-ირაკლი გუგუშვილი (ფილმი ,,თამაში დასრულდა” , საქართველო);
საუკეთესო იდეისათვის ,,მეშვიდე კლასი “ (იორდანია). 
ფესტივალის დღეებში სტუმრებმა დაათვალიერეს ღირსშესანიშნაობანი ნოქალაქევი (სენაკი) და მარტვილის ეროვნული მუზეუმი, იყვნენ მარტვილის ტაძარში, მეუფის რეზიდენციაში კი დააგემოვნეს კოლხური ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო.
სტუმრებსა და ფესტივალის ქართველ მესვეურებს აბაშის მუნიციპალიტეტისა და ღვთისმშობლის შობის ტაძრის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ფესტივალი დიდი ფოიერვერკით დასრულდა.