www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
2017-09-28 - სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა

წლეულს ჯვართამაღლების დღესასწაული ტრაგიკულად ღირსახსოვარ თარიღს სოხუმის დაცემის 24-ე წლისთავს დაემთხვა.

აბაშის კულტურის ცენტრში გამართული ლიტერატურულ- მუსიკალური საღამო ორივე ამ მოვლენას მიეძღვნა.

საღამო გახსნა აბაშის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა კონსტანტინემ (კაჭარავა).ნაჩვენები იქნა აფხაზეთის მოვლენებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმები.შეკრებილთ მიესალმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე, აბაშის საპატიო მოქალაქე ლევან მაკალათია.

მაყურებლის წინაშე წარსდგნენ აბაშის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.ღონისძიების დასასრულს წარმოდგენილი იქნა ქორეოგრაფიული კომპოზიცია ,,თავისუფლება“, (ქორეოგრაფი ა. თორდია).

 

      
2017-09-28 - საკრებულოს N26 ბიუროს სხდომა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N26 ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე. ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1 .აბაშის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ.

მომხს. შ. ჯღარკავა
2. აბაშის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ.

მომხს. შ. ჯღარკავა
3. აბაშის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ.

მომხს. შ. ჯღარკავა
4. აბაშის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ.

მომხს. შ. ჯღარკავა
5. აბაშის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ.

მომხს. შ. ჯღარკავა
6. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.

მომხს. პ. ქურდოვანიძე

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N16 სხდომა გაიმართება 29 სექტემბერს დილის 10-00 საათზე.