www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
2018-02-06 - ,,ცისფერყანწელთა\" შემოქმედებითი საღამო

6 თებერვალს  კულტურის  ცენტრის  მცირე  დარბაზში  გაიმართა  ,,ცისფერყანწელთა“ შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, რომლის ორგანიზატორი იყო მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის,  განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება.

 საღამოს უძღვებოდა ამ განყოფილების მთავარი სპეციალისტი და პროექტის იდეის ავტორი მაკა ჩაგანავა.

  მონაწილეობდნენ როგორც საჯარო, ისე ხელოვნების სკოლის მოსწავლეები : ნორჩი დეკლამატორები, მომღერლები, შემსრულებლები ( ფორტეპიანო, გიტარა).

საღამოზე, აგრეთვე, გამოვიდნენ : კულტურის ცენტრის დირექტორი პაატა ქურდოვანიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი  სპეციალისტი მილდა ჩაგანავა.

საღამოს მონაწილეთა და დამსწრეთ მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების პერსპექტივებზე ესაუბრა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე ხარძიანი.

საღამოს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელები.