www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge - www.abasha-sakrebulo.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
2019-08-12 - ,,გულიერობა"-2019.

10 აგვისტოს კეთილარის  თემის სოფელ გულეიკარში ტრადიციული სახალხო-რელიგიური დღესასწაული ,,გულიერობა“ გაიმართა.  საუკუნეთა  განმავლობაში მორწმუნე ერი ამ დღესასწაულზე ადიდებდა წმინდა სამებას და ძლევით შემოსილ გულეიკარის წმინდა გიორგის, პირსისხლიან მივრან (მურვან) - ყრუს უკუმქცეველს. საბჭოთა პერიოდში დავიწყებას მიეცა, მაგრამ ამ სამი წლის წინ, საერთო ძალისხმევით, ტრადიცია კვლავ აღდგა.

დილით გულეიკარის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში ამ ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კონსტანტინემ (კაჭარავა) საჯანმრთელო პარაკლისი აღავლინა.

შემდეგ მრევლმა და სტუმრებმა რიონის პირას გადაინაცვლეს, სადაც საცხენოსნო სპორტის რამდენიმე სახეობაში ასპარეზობა გაიმართა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

ზეიმი დაამშვენა ფოლკლორულ ანსამბლ ,, ჰარირას“ მიერ შესრულებულმა სიმღერებმა.

დღესასწაულს დაესწრო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარე მამუკა კვიტაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.